Friday, September 28, 2012

სვანეთი



სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.

სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია. ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა ქართველია და შეადგენს 2500-ს.
სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).

მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.

სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება.

სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნე და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით. კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია. ლემი თავისუფალიო სვანეთის დროშას ეწოდება(სვანური სიტყვაა და ქართულად „ლომს" ნიშნავს)ლემი სვანეთის უძლეველობის განსახიერებაა. დროშა მედროშე-მელომეს განკარგულებაში იყო და ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა მებრძოლებს. ლიფანალი გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი დღესასწაულია.ის რამდენიმე დღეს გრძელდება. ლიფანალისის დროშას დიასახლისი ნაკურთხი წყლითა და ნაცრის შერევით „საღებავს" ამზადებს და გარდაცვლილთა სულების გულის მოსაგებად სხვადასხვა საგნებზე თითით მარტივ ფიგურებს გამოსახავს. ნადირობა - სვანები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეტის მცხოვრებნი უძველესი დროიდამ დადიოდნე მთაში სანადიროდ.თოვლსა და ყინულზე სასიარულოდ ისინი საგანგებო აღჭურვილობას თხილამურს და წრიაპს იყენებდნენ. თხილამურები თხილის ტოტებისგან მზადდებოდა, წრიაპები ლითონისაგან.


ლატალის თემი 

მესტიიდან ლატალამდე დაახლოებით თხუთმეტი წუთის სამანქანო გზაა. ეს ერთდროს უბატონო სვანეთის საზღვარზე მდებარე თემი, ყოველთვის კარგად იყო გამაგრებული. მის ქვემო მისადგომებს თავადი დადეშქელიანები ფლობდნენ: ბეჩოს, ეცერის, ფარის, ჩუბეხევის, ცხუმარის და ლახამულას თემები. ბატონებისაგან თავის დასაცავად აქ მრავალი საბრძოლო კოშკი აუგიათ, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩენილა. ლატალში შეიძლება შეგხვდეთ აგრეთვე შუასაუკუნეების დროინდელი გამაგრებული ტიპის ნაგებობები.
ლატალში მეტწილად დანგრეული, სამოცდათექვსმეტამდე საგვარეულო ეკლესიაა. ბევრი მათგანი გზისგან მოშორებით, მთაშია აგებული. მათგან ყველაზე ცნობილია – მაცხვარი, მაცხოვრის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), თარინგზელი, მთავარანგელოზის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), ჯგრაგი, წმინდა გიორგის ეკლესია, (სოფ. ლანკვამი) და იანი (იონა წინასწარმეტყველი) (სოფ. იენაში).
მაცხვარის ეკლესია ამაღლებაზეა აგებული, რომლის ძირში მთავარი გზა გადის. ეკლესია XI – XII საუკუნეებისაა, ხოლო ოთხ ბოძზე განლაგებული სამრეკლო XVII – XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.
მაცხვარი ლატალის მთავარ ტაძარს წარმოადგენს. მაისის თვეში მოსახლეობა ფუსდის (ფუსდ-ხანილითვალის) დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც ფუსდიდან ხარის დაბადებას აღნიშნავს.
მაცხვარი მოიხატა 1142 წელს მიქაელ მაღლაკელის მიერ. გარდა სახარების ტრადიციული სიუჟეტებისა, ამ ეკლესიაში ნახავთ საინტერესო და განუმეორებელ ფრესკას, რომელზეც გამოსახულია დავით აღმაშენებლის ვაჟის, მეფე დემეტრე I-ის, აღსაყრდრება. იგი ერთადერთია დღემდე შემორჩენილ ფრესკათაგან, რომელმაც შემოგვინახა მეფე დემეტრე I-ის, იგივე ღირსი დამიანეს, საგალობლის "შენ ხარ ვენახი" ავტორის, გამოსახულება.